პრემიერ-მინისტრს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის სამახსოვრო დაფა გადაეცა

20:27, 22.11.2022

დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილე აღინიშნა. სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის სამახსოვრო დაფა გადაეცა.

მსგავსი