პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეების საჭიროებების დროულად და ეფექტურად გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა მერებს პირადი და ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ინიციატივები მიმოიხილეს.