პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შოვში, სტიქიის ზონაში ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნის ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას აქვეყნებს

18:09, 04.08.2023

ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში, შოვში სტიქიის ზონა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი