პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს
პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია ქვეყანაში სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

შეხვედრას ესწრებოდა ბიზნესომბუდსმენი, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი სასურსათო ქსელების წარმომადგენლები, იმპორტიორები და დისტრიბუტორი კომპანიის წევრები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრი „აგროჰაბში“ ვითარების გასაცნობად იმყოფებოდა, სადაც სუპერმარკეტის ქსელის ხელმძღვანელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების მხრივ ქსელში პრობლემები არა აქვთ.