პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი