პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველა მართლმადიდებელს შობის დღესასწაულს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველა მართლმადიდებელს შობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

პრემიერ-მინისტრმა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას.