პრემიერ-მინისტრი კითხვაზე, აპირებთ თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას - არა, კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს
პრემიერ-მინისტრი კითხვაზე, აპირებთ თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას - არა, კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხს კანონი და კონსტიტუცია წყვეტს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, პრემიერმა აღნიშნა, „არა. კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას. მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.