პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება
პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია, გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 17 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.