პრაიმ თაიმში „მოამბის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში (1.09.20 - 10.10.20)
პრაიმ თაიმში „მოამბის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში (1.09.20 - 10.10.20)

პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.

მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი წარმოებს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით.

როგორც პრაიმ თაიმში, ასევე ოფ პრაიმში გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

უკვე გამოქვეყნდა „მოამბის“ და „საქართველოს რადიოს“ საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშები თვის ჭრილში (პირველიდან 30 სექტემბრის ჩათვლით).

ამჯერად წარმოგიდგენთ პრაიმ თაიმში განთავსებული საინფორმაციო გამოშვებების (მოამბე 18:00) და (მოამბე 21:00) წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს პირველი სექტემბრიდან ათი ოქტომბრის ჩათვლით. სრულად ანგარიში იხილეთ ამ ბმულზე.