პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა
პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქში, კოშუთის მოედანზე შეიკრიბნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. მათივე თქმით, „მთავრობა ძალიან პატარა ნაბიჯებით ართმევთ თავისუფლებას“.

„ორბან, გადადექი“ და „ფაშისტი დიქტატორი“, – სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები.

უნგრეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.