პრაღის კვადრიენალეზე ქართველმა სტუდენტებმა პრიზი საუკეთესო პავილიონისთვის მიიღეს

23:55, 11.06.2019

პრაღაში სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ დაიმსახურა პრიზი „საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის“. ქართველ სტუდენტებთან ერთად წარმატება ხვდათ ფინელ და ტაივანელ მომავალ ხელოვანებს.

კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სცენოგრაფიის ნიმუშების გაცნობის საშუალებაა, საქართველო ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. ერთია საქართველოს ეროვნული კუთხე და მეორე – სტუდენტური პავილიონი – გამოფენა, სახელწოდებით „მედეა/მედია“.

შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი, რომელსაც კურატორობას უწევს ხელოვნების ისტორიკოსი ქეთი შავგულიძე, აერთიანებს ორ თემას – აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას.

ინფორმაცია გამარჯვების შესახებ სცენოგრაფის სკოლის დამაარსებელმა, გოგი ალექსი მესხიშვილმა დაადასტურა.

მსგავსი