პრაღის ღია პირველობაზე დღეს ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ჩეხეთის დედაქალაქში დღეს სტარტს აიღებს პრაღის ღია პირველობა ძიუდოში, სადაც საქართველოდან ტურნირზე მხოლოდ გოგონები იასპარეზებენ.
პრაღაში პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ექვსი ქართველი იბრძოლებს:
-48 კგ – ნატალია ყიფშიძე
-52 კგ – მარიამ ჯანაშვილი
-57 კგ – ნინო ლოლაძე, მზია ბებოშვილი
-63 კგ – ეთერ ასკილაშვილი, ინდირა სილაგაძე
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.
მთლიანობაში კი ჩეხეთში მედლებისთვის 10 ძიუდოისტი იბრძოლებს.
ნატალია ყიფშიძე (-48 კგ), მარიამ ჯანაშვილი (-52 კგ), ნინო ლოლაძე, მზია ბებოშვილი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი, ინდირა სილაგაძე (-63 კგ), ნინო გულბანი (-70 კგ), მარიამ ჭანტურია (-78 კგ), სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი (+78 კგ).