პრაღაში თურქეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირისპირს შეხვედრა გაიმართა
პრაღაში თურქეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირისპირს შეხვედრა გაიმართა.
ეს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურთა პირველი შეხვედრა იყო, მას შემდეგ რაც შარშან ერევანმა და ანკარამ ურთიერთობების აღდგენის სურვილი გამოთქვეს.
ჩეხეთის დედაქალაქში რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ იანვარში სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი მოლაპარაკებები გამართეს. მხარეებმა ეს შეხვედრა შეაფასეს როგორც პოზიტიური და კონსტრუქციული. თებერვალში კი, ერევნიდან სტამბოლში ავიარეისები დაინიშნა.