პრაღაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა
ჩეხეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომა 250 000-მდე ადამიანმა მოითხოვა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა მოქალაქეებმა მიიღეს.
აქციის ჩატარების ადგილად პარკი „ლეტნა“ სპეციალურად შეირჩა, რადგან სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობდა გამოსვლები 1989 წლის ნოემბერში, ანტიკომუნისტური „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს.
თავად პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და ბრალდებებს პოლიტიკური ოპონენტების მაქინაციებით ხსნის.
ჩეხეთის მთავრობის მეთაურს ევროკავშირიდან საკუთარი კომპანიებისთვის სუბსიდიების მიღებას ედავებიან. ევროკომისიაში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ.