პრაღაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივმა აირმა გაჟონა
პრაღაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივმა აირმა გაჟონა

პრაღის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მასნას ქუჩაზე პოლიციამ უკვე განახორციელა 500-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია.

რაიონში დროებით შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილზე მეხანძრეები სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ. ისინი მასნას ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერში ბუნებრივი აირის კონცენტრაციას ამოწმებენ.

სახანძროს სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში ბუნებრივი აირის გაჟონვა შეჩერებულია. ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.