პრაღაში ჩეხოსლოვაკიის 100 წლისთავი მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს
პრაღაში ჩეხოსლოვაკიის 100 წლისთავი მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

პრაღაში ჩეხოსლოვაკიის 100 წლისთავი პოსტ-კომუნისტურ პერიოდში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. ევროპის ქუჩაზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა ოთხი ათასმა ჯარისკაცმა, ასევე ტანკებმა და საარტილერიო დანადგარებმა მიიღო.

ჩეხეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო მოსამსახურეებიც. სამხედრო აღლუმს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი დაესწრო.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მშვიდობიანი გაყოფა 1993 წელს მოხდა.