პრაღამ სპორტული მედიცინის ქართველ წარმომადგენლებს უმასპინძლა #1TVSPORT
პრაღაში სპორტული მედიცინის (ფიზიოთერაპევტებისა და რეაბილიტაციის) ქართველი სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი სწავლება გაიმართა.
ხუთდღიან ტრენინგ-სწავლებას ჩეხეთის დედაქალაქის სპორტული მედიცინის ცენტრი მასპინძლობდა. პროგრამის მიზანი იყო თანამედროვე ფიზიოთერაპიული შეფასებისა და რეაბილიტაციის დაგეგმვის ტექნიკების პრაქტიკული გაცნობა საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სწავლების მეშვეობით.
კურსის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური ლექციები, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ვორქშოფებში და გაეცნენ სპორტული მედიცინის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას ადასტურებს.
პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, პროფესიონალთა პრაქტიკული უნარების გაღრმავება და ევროპულ სამედიცინო სტანდარტებთან დაახლოება, რაც საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს.