პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველი ექსპერტები, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობენ
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველი ექსპერტები, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობენ.
კონფერენცია, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება, ოთხ ძირითად მიმართულებად დაიყო, ესენია: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები, სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები, კულტურა, ნორმები და ფასეულობები, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯეფრი მანკოფმა განაცხადა, იმის გაცნობიერება, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი რეგიონში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლოტიკური პრობლემაა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის.
„თუ შეხედავ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებას, შეგიძლია, გააკეთო გარკვეული დასკვნები. ზოგადად რუსეთი არის მტრულად განწყობილი ევროკავშირისა და ნატო-სადმი. მემარჯვენე ჯგუფებს აერთიანებთ ევროსკეპტიციზმი, ბევრი მათგანი ანტიამერიკულია. თუ ისინი დაფუძნებულები არიან სხვადასხვა იდეოლოგიაზე, მათი შეხედულება ევროპაზე რუსეთის ხედვას ემთხვევა. ღიად რომ ვთქვათ, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ იყენებს მომენტს, მათ სურთ თანამშრომლობა რუსეთთან და რუსეთისგან ფულის მიღება“, – განაცხადა ჯეფრი მანკოფმა.