ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის შემდეგ შესაძლოა „პორტუში“ გადავიდეს კარიერის გასაგრძელებლად, სადაც ჯერჯერობით რჩება განაცხადში ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი.
ეს ინფორმაცია „ტუტოსპორტს“ ეკუთვნის.
„ორი კარიერა, სავარაუდოდ, გადაიკვეთება. ახლა, როცა იკერ კასილიასი ასრულებს კარიერას, ჯიჯი ბუფონიმ შესაძლოა „პორტუში“ მისი ადგილი დაიკავოს“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კასილიასმა მაისის დასაწყისში გულის შეტევა გადაიტანა და კარიერის დასრულების შესახებ მიანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
38 წლის კასილიასი „პორტუში“ 2015 წლიდან თამაშობს.