„პორტუმ“ „შახტარი“ პლეი ოფში არ გაუშვა - ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, H ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რობერტ ლევანდოვსკის „ანტვერპენის“ კარში 0 დარტყმა ჰქონდა. მის ნაცვლად შესულმა მარკ გიუმ პირველივე დარტყმით გაიტანა.
* „ბარსელონამ“ პირველად წააგო ბელგიურ კლუბთან ბოლო 34 წლის განმავლობაში.
* ჩავის წაგებების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს „ბარსელონას“ მწვრთნელებს შორის – 14 მატჩში ექვსი წაგება (42.8 პროცენტი).
* ჩავის ჯგუფურ ეტაპზე ექვსი წაგება დაუგროვდა – ეს ანტირეკორდია „ბარსელონას“ მწვრთნელებს შორის.
* „ანტვერპენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად მოიგო. მანამდე მას შვიდიდან შვიდი წაგება ჰქონდა.
* „ბარსელონამ“ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი.
* ლამინ იამალი 16 წლის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან ბოიან კრკიჩის რეკორდი (17 წლის და 91 დღის) გააუმჯობესა.
* „ანტვერპენმა“ ანგარიში ერთი წუთისა და 16 წამის შემდეგ გახსნა. „ბარსელონამ“ ასეთი სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაუშვა 2011 წლის შემდეგ.
* „ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და შვიდი დღე იყო. ეს ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა იყო ჩავის მწვრთნელობისას.
* ჟორჟ ელენიკენა (17 წლის და 119 დღის) ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. მან გააუმჯობესა უორენ ზაირ-ემერის (17 წლის, 280 დღის) რეკორდი, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე ამავე ტურში დამყარდა.
პორტუ-შახტარი 5:3
გოლები: 1:0 გალენო (9), 1:1 სიკანი (29), 2:1 გალენო (43), 3:1 თარემი (62), 3:2 ეუშტაკიო (72-საკ. კარში), 4:2 პეპე (75), 5:2 ფრანსისკო კონსეისაო (82), 5:3 ეგინალდო (88)
ანტვერპენი-ბარსელონა 3:2
გოლები: 1:0 ვერმერენი (2), 1:1 ფერან ტორესი (35), 2:1 იანსენი (56), 2:2 გიუ (90), 3:2 ილენიკენა (90)
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1. ბარსელონა |
6 |
4 |
0 |
2 |
12-6 |
12 |
2. პორტუ |
6 |
4 |
0 |
2 |
15-8 |
12 |
3. შახტარი |
6 |
3 |
0 |
3 |
10-12 |
9 |
4. ანტვერპენი |
6 |
1 |
0 |
5 |
6-17 |
0 |