პორტუგალიურმა კლუბმა აბურჯანიას ტრანსფერი დაადასტურა - „ვილა დას ავეშში“ გადასვლა ნაკრებში დასაბრუნებლად სწორი ნაბიჯია #1TVSPORT
პორტუგალიურმა კლუბმა აბურჯანიას ტრანსფერი დაადასტურა - „ვილა დას ავეშში“ გადასვლა ნაკრებში დასაბრუნებლად სწორი ნაბიჯია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორიდან“ „ვილა დას ავეშში“ ტრანსფერი პორტუგალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ჩვენი გუნდის ნახევარდაცვა ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა – გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში თურქეთის ჩემპიონატიდან ბრუნდება. მან საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. აბურჯანიამ ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ იმიტომ გამოტოვა, რომ თურქულ კლუბთან გარკვეული დავა ჰქონდა“, – წერს კლუბის პრესსამსახური და ქართველი ფეხბურთელის კომენტარს აქვეყნებს.

გიორგი აბურჯანია – „პორტუგალიაში ჩემი დაბრუნება იმ ამბიციურმა პროექტმა განაპირობა, რომელიც კლუბმა წარმოადგინა. მათ სურთ, რომ განვითრდნენ, მე კი მიმაჩნია, რომ აქ თამაში საქართველოს ნაკრებში დასაბრუნებლად სწორი ნაბიჯია.

კარგად მახსოვს ჩემი ახალი გუნდის მწვრთნელიც – როცა პორტუგალიაში ვთამაშობდი, ის მაშინ „შავეშში“ მუშაობდა და მის გუნდებს ბურთის კონტროლი უყვარდათ. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“, – თქვა აბურჯანიამ.