პორტუგალიური გამოცემა - „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილზე უკვე მიიღო შეთავაზებები #1TVSPORT
პორტუგალიური გამოცემა - „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილზე უკვე მიიღო შეთავაზებები #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი იმედგაცრუებულია „სპორტინგის“ მწვრთნელის დამოკიდებულებით. მას უკვე აცნობეს, რომ გუნდის გეგმებში არ ჯდება – „სპორტინგის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ წერილს გამოცემა „ლეონინო“ აქვეყნებს.

„გიორგი ქოჩორაშვილი იმედგაცრუებულია რუი ბორხესით, რომელიც მიერ მთელი სეზონის განმავლობაში მცირე სათამაშო დროს უთმობდა. ქართველ ფეხბურთელს უკვე აცნობეს, რომ გუნდის 2026/27 წლების სეზონის გეგმებში არ ჯდება.

ქოჩორაშვილმა უკვე დაიწყო ახალი გუნდის ძიება. ნახევარმცველი აპირებს ესპანეთში დაბრუნებას, სადაც მან პროფესიული კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა. სეზონის დასაწყისში გიორგი „სპორტინგში“ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ სეზონის მსვლელობისას მისი პოზიცია შეირყა.

„სპორტინგმა“ უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება ფეხბურთელზე, მაგრამ ჯერ კიდევ ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა „ლევანტედან“ მის ტრანსფერში ჩადებული 5.5 მილიონი ევროს ნაწილი დაიბრუნოს. ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვალენსიური კლუბი „ლევანტეა“, – ამტკიცებს „ლეონინო“.