პორტუგალიური გამოცემა – ქოჩორაშვილი პორტუგალიაშია, „სპორტინგი“ საქმეს ურთულებს #1TVSPORT

20:43, 01.08.2026

„გიორგი ქოჩორაშვილი რუი ბორხესის 2026/27 წლების სეზონის გეგმებში არ შედის, თუმცა „სპორტინგი“ მზად არ არის, მის ტრანსფერს ხელი შეუწყოს. „ხეტაფესა“ და „სევილიას“ ინტერესის მიუხედავად, ლისაბონელები მხოლოდ ტრანსფერის გამოსყიდვის მოლაპარაკებებს თანხმდება“, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „აბოლა“ აქვეყნებს.

ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მან „ხეტაფეში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. თუმცა ქართველი ფეხბურთელი ჯერ კიდევ პორტუგალიაშია. ქოჩორაშვილი პარასკევს დილით კრიშტიანო რონალდოს აკადემიაში იმყოფებოდა და მცირე ფიზიკური პრობლემების გამო „ნოტინგემ ფორესტთან“ ამხანაგური მატჩი გამოტოვა“, – წერს გამოცემა „აბოლა“.

მსგავსი