პორტუგალიის U17 ნაკრები მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი #1TVSPORT

07:44, 02.06.2025

ალბანეთში დასრულდა 17 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი. ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა საფრანგეთი.

პორტუგალიელთა ფორვარდმა, ანიზიუმ 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 38-ე წუთზე დუარტე კუნიამ გაზარდა უპირატესობა, ხოლო მე-60 წუთზე ჟილ ნევეშმა ბოლო გოლი გაიტანა გადამწყვეტ მატჩში.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს და მატჩი 0:0 დასრულდა.

პორტუგალია მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი U17 კატეგორიაში. ამ მხრივ რეკორდს ესპანეთი ინარჩუნებს – ცხრა ტიტული.

მსგავსი