პორტუგალიის პრეზიდენტი დაეხმარა ორ ქალს, რომელთა ნავიც ზღვაში გადატრიალდა
23:36, 17.08.2020
პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა დაეხმარა ორ ქალს, რომელთა ნავიც ზღვაში გადატრიალდა. „ბიბისის“ ცნობით, შემთხვევა ალგარვეს სანაპიროზე მოხდა.
ორი ქალის ნავი ზღვის დინებამ მეზობელი სანაპიროდან გაიტაცა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პორტუგალიის ლიდერი ზღვაში შედის და ქალებს ეხმარება. შემდეგ ადგილზე სხვა მამაკაციც მიდის და მათ ერთად გამოჰყავთ ნავი სანაპიროზე.
პორტუგალიის 71 წლის პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა ალგარვეს სანაპირზე ისვენებს. ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სტუმრობს რეგიონს.