პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანა ვირუსის გავრცელების საშინელ ფაზაშია
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანა ვირუსის გავრცელების საშინელ ფაზაშია

პორტუგალია ვირუსის გავრცელების საშინელ ფაზაშია, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პრემიერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სიტუაციის დასტაბილურებას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პორტუგალიაში კოვიდ-19“-ის 668 951 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 11 305 ადამიანი დაიღუპა.

ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი პორტუგალიაში გუშინ დაფიქსირდა. ვირუსით 24 საათში 293 ადამიანი დაიღუპა.