პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ზამთარში „ბაიერნში“ გადასვლას გეგმავს #1TVSPORT
ნახევარმცველი ჟოაო პალინია ისევ ცდილობს „ბაიერნში“ გადასვლას, – ამის შესახებ იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი.
ზაფხულში „ფულჰემის“ საყრდენის გადასვლა მიუნხენურ კლუბში არ შედგა იმის გამო, რომ ლონდონელებმა ვერ მოასწრეს მისი შემცვლელის პოვნა. სექტემბერში პალინიამ კონტრაქტი გააგრძელა ინგლისურ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე.
ფეხბურთელი იმედოვნებს იანვარში „ბაიერნში“ გადასვლას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მის ტრანსფერზე ჯერ არ არის მიღებული, რადგან მიუნხენელებს სხვა კანდიდატებიც ჰყავს.
მიმდინარე სეზონში პალინიამ ექვსი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და ერთი გოლი გაიტანა.