პორტუგალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით კარანტინს აწესებს

14:23, 01.11.2020

პორტუგალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით კარანტინს აწესებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ლოკალური კარანტინი ქვეყნის მოსახლეობის 70% -ს შეეხება. კარანტინი 4 ნოემბერიდან ამოქმედდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პორტუგალიაში კორონავირუსის 141 279 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 2 507 ადამიანი.

მსგავსი