პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასწარი პროგნოზების მიხედვით, გამარჯვებას სოციალისტები მოიპოვებენ, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანტონიუ კოშტას მთავრობა ახალ პარლამენტში მმართველი უმრავლესობით მისვლას.

პორტუგალიაში ხმის მიცემის უფლება 11 მილიონ ამომრჩეველს აქვს. არჩევნებს წინ უძღოდა რამდენიმე ხმაურიანი სკანდალი, რა დროსაც სოციალისტური პარტიის წევრებს ნეპოტიზმსა და კორუფციაში დასდეს ბრალი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ პორტუგალიის ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა შეძლო, რის გამოც ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას სოციალისტებს აძლევს.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები პორტუგალიაში დღეს საღამოს გახდება ცნობილი.