პორტუგალიაში „რაინეარის“ ბორტგამცილებლები გაიფიცნენ
პორტუგალიაში „რაინეარის“ ბორტგამცილებლები გაიფიცნენ

პორტუგალიაში „რაინეარის“ ბორტგამცილებლები გაიფიცნენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გაფიცვამ ავიაკომპანიის ფრენებზე გავლენა ვერ მოახდინა, რადგან პორტუგალიის მთავრობამ მოითხოვა, რომ კანონით განსაზღვრული მომსახურების მინიმალური დონე დაცული იყოს.

მათივე ცნობით, პორტუგალიელი ბორტგამცილებლების აქცია ხუთი დღე გაგრძელდება. გაფიცვის მონაწილეები საშვებულებო სუბსიდიების გაცემას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, პორტუგალიის შემდეგ „რაინეარის“ ბორტგამცილებლების აქცია გაიმართება ასევე ესპანეთში, დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში. სექტემბერში უკვე დაგეგმილია 10 გაფიცვა.