პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან
პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. „ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოდემირიდან 1 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 800 მეხანძრე.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი ოდემირასთან რამდენიმე დღის წინ გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო ალგარვეს რეგიონის მთიან ნაწილში გავრცელდა. ოდემირას მერის თქმით, ვითარება კრიტიკული, რთული და კომპლექსურია.

ხანძრების გამო დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი, მათ შორის პორტოდა და ლისაბონის დამაკავშირებელი გზატკეცილიც.

პორტუგალიაში ორშაბათს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. სანტარემში ტემპერატურა 46,4ºC იყო. როგორც მედია წერს, პორტუგალიის 120 მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების საფრთხე მაქსიმალურ ნიშნულზეა.