პორტუგალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა
პორტუგალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა

პორტუგალიაში „კოვიდ-19-ით“ გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 12 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით, „კოვიდ-19“-ით 260 პირი დაინფიცირდა, საერთო ჯამში, პორტუგალიაში აღნიშნული ვირუსი 1280 ადამიანს აქვს.

პორტუგალიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 15 დღე გაგრძელდება.