პორტუგალიაში კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას 4 მაისიდან დაიწყებენ
A woman wearing a face mask walks past a man delivering red carnations (the symbol of the April 25th, 1974 Portuguese Revolution) to residents' mailboxes in Lisbon's Benfica neighborhood on April 25, 2020, marking the 46th anniversary of the 'Carnation Revolution' during a national lockdown to prevent the spread os the COVID-19 disease - The Portuguese celebrated the 46th anniversary of the Carnation Revolution today by singing at their windows, thereby circumventing the ban on gathering for traditional popular parades due to the coronavirus pandemic. (Photo by PATRICIA DE MELO MOREIRA / AFP) (Photo by PATRICIA DE MELO MOREIRA/AFP via Getty Images)
პორტუგალიაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს შემოღებული კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას 4 მაისიდან დაიწყებენ. შესაბამისი გეგმა მთავრობამ დაამტკიცა.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია პატარა მაღაზიების, სილამაზის სალონების, მანქანების სამრეცხაოებისა და წიგნების მაღაზიების გახსნა.
„ეს არის გრძელი პროცესის დასაწყისი. ეს არ არის დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებასთან. სახლს რომ დავტოვებთ, უნდა ვიყოთ მზად ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების დასაცავად“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თუ ინფექციის გავრცელების ტემპი დაბალი იქნება, კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება მაისის მეორე ნახევარში გაგრძელდება.
ამასთან, პორტუგალიის მთავრობის გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელი იქნება. ის თანამშრომლები, რომელთა მუშაობაც დისტანციურადაა შესაძლებელი, სახლებში უნდა დარჩნენ.
პორტუგალიაში კორონავირუსის 25 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 989 ადამიანი.