პორტუგალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პორტუგალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პორტუგალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.

უკვე რამდენიმე დღეა, პორტუგალიაში ახალინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 200-ზე ნაკლებია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 28,319 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 1,184 ადამიანი.

პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 2 მაისს გაუქმდა.