პორტუგალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 10 765 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 291 ინფიცირებული
პორტუგალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 10 765 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 291 ინფიცირებული

პორტუგალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 291 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 10 765 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 653 878 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, სულ გარდაცვლილია 11 012 ადამიანი.