პორტუგალიაში ბენზინმზიდი მანქანების მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტის მზადყოფნა გამოთქვეს
პორტუგალიაში ბენზინმზიდი მანქანების მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტის მზადყოფნა გამოთქვეს

პორტუგალიაში ბენზინმზიდი მანქანების მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტასა და დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების განახლებაზე თანხმობა განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბენზინმზიდების მძღოლებმა გაფიცვა 12 აგვისტოდან გამოაცხადეს, რის გამოც მთავრობამ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი გამოაცხადა და ბენზინგასამრთ სადგურებზე საწვავი გაყიდვა შეზღუდა.

ბენზინმზიდების მძღოლებმა უვადო გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გასულ კვირას პროფკავშირების, გადამზიდთა ნაციონალური ასოციაციისა და მთავრობის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

პროფკავშირები მძღოლებისთვის უახლოესი ორი წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასის 630-დან 900 ევრომდე გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პორტუგალიაში ბენზინმზიდი მანქანების მძღოლებმა გაფიცვა აპრილშიც გამოაცხადეს.