პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში, ალტუ-ალენტეჟუს რეგიონში ავტომაგისტრალის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში ხუთამდე ადამიანია მოყოლილი.
მაგისტრალი დასახლებულ პუნქტებს ბორბასა და ვილა-ვისოზას აკავშირებს. ამჟამად ინციდენტის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.