პორტუგალიამ ირანის მოქალაქეებს ვიზები შეუჩერა, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავგუსტო სანტოს სილვამ პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. როგორც ცნობილია, ირანის მოქალაქეებს ევროპულ ქვეყანაში შესვლა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო შეეზღუდებათ, თუმცა კონკრეტულად, რა მიზეზებზეა საუბარი, უცნობია.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ვიზების შეზღუდვის მიზეზებზე პარლამენტის კომიტეტის წევრებს მოგვიანებით გაესაუბრება, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარს არ გააკეთებს.
პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია ლისაბონში არსებული ირანის საელჩო.