პორტუგალია: პრემიერ-მინისტრის სახელით, ყალბი ელექტრონული წერილები და შეტყობინებები იგზავნება
Portugal's Prime Minister Luis Montenegro speaks to the press during an EU-Western Balkans Summit at Porto Montenegro in Tivat on June 5, 2026. (Photo by SAVO PRELEVIC / AFP)
პორტუგალის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დაფიქსირდა თაღლითობის მცდელობა, რომლის ფარგლებშიც მთავრობის მეთაურის, ლუიშ მონტენეგრუს სახელის გამოყენება სცადეს.
საქმე ეხება ელექტრონული ფოსტისა და „ვოტსაპის“ შეტყობინებების საშუალებით თაღლითობის მცდელობას, რომლის დროსაც ლუიშ მონტენეგრუსა და მისი აპარატის უფროსის სახელები გამოიყენეს.
მთავრობის მეთაურის ოფისის განცხადების თანახმად, რამდენიმე პირს ელექტრონული ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებებით უკავშირდებიან და შეტყობინებებში, რომლებშიც პრემიერ-მინისტრის სახელია ნახსენები, ადრესატებს კონფიდენციალურობის შეთანხმებაზე ხელმოწერას სთხოვენ.
„პრემიერ-მინისტრის ოფისი საზოგადოებას აფრთხილებს თაღლითობის მცდელობის შესახებ, რომლის სამიზნეც რამდენიმე ადამიანია. ელექტრონული ფოსტითა და „ვოტსაპის“ შეტყობინებებით გავრცელებულ გზავნილებში თაღლითები თავს პრემიერ-მინისტრისა და ადმინისტრაციის უფროსის წარმომადგენლებად ასაღებენ და ადრესატებს კონფიდენციალურობის შეთანხმებაზე ხელმოწერას სთხოვენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდო თაღლითურ სქემაში ლუიშ მონტენეგრუს აპარატის უფროსის სახელიც არის გამოყენებული.
აღნიშნულ ფაქტზე სარჩელი შესაბამის ორგანოებში უკვე შევიდა.