პორტალმა GiveMeSport-მა გიორგი მიქაუტაძე მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებს შორის დაასახელა #1TVSPORT

09:17, 15.08.2026

გიორგი მიქაუტაძე მსოფლიოს 20 საუკეთესო თავდამსხმელს შორის დაასახელეს, – რჩეულები ინტერნეტპორტალმა GiveMeSport-მა შეარჩია.

„ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს პრემიერლიგაში გადასვლის პოტენციალი აქვს. მან წლების განმავლობაში ევროპულ ფეხბურთში თავი დაიმკვიდრა. ევრო 2024-ზე ყურადღების მიქცევის შემდეგ ის „ლიონიდან“ „ვილარეალს“ შეუერთდა და ლა ლიგაში შესანიშნავ შეფასებებს იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძეს ჯერ არ აქვს სუპერვარსკვლავის სტატუსი, ის საიმედო შემტევია როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის. „ვილარეალში“ სადებიუტო სეზონში მან 13 გოლი გაიტანა, მათ შორის თავი „რეალისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგაც გამოიჩინა“, – წერს გამოცემა.

მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი