პოპულარულმა გამოცემამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები დაასახელა
ცნობილმა პორტალმა „გივმისპორტმა“ (GiveMeSport) ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების შეფარდების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფორვარდების რეიტინგი შეადგინა. სიას სათავეში „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ჩაუდგა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 141 მატჩი ჩაატარა და 114 გოლი გაიტანა. საშუალოდ მატჩში მისი მაჩვენებელი 0.81 გოლს უდრის.
მხოლოდ მესამე ადგილზეა ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით რეკორდსმენი კრიშტიანო რონალდო. მესის გარდა, მას რუუდ ვან ნისტელროიმაც გაუსწრო.
სრულად ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი – 114 მატჩი/141 გოლი (0,81)
2. რუუდ ვან ნისტელროი – 56/73 (0,77)
3. კრიშტიანო რონალდო – 128/169 (0,76)
4. რობერტ ლევანდოვსკი – 64/86 (0,74)
5. ნეიმარი – 35/57 (0,61)
6. ფილიპო ინძაგი – 46/81 (0,57)
7. ედინსონ კავანი – 35/62 (0,56)
8. სერხიო აგუერო – 39/71 (0,55)
9. ქარიმ ბენზემა – 64/119 (0,54)
10. რაული – 71/142 (0,50)