პოპულარული გამოცემა „ა ბოლა“ ტატუაშვილზე წერს - ქართველი მცველი პორტუგალიაში ითამაშებს #1TVSPORT
პოპულარული გამოცემა „ა ბოლა“ ტატუაშვილზე წერს - ქართველი მცველი პორტუგალიაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი თაკო ტატუაშვილი იორდანიის კლუბ „ალ აჰლიდან“ კარიერას პორტუგალიურ „ამორაში“ გააგრძელებს – ტრანსფერზე ინფორმაციას პოპულარული გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.

„სასურველი მოთამაშე „ამორამ“ საქართველოს ნაკრებში აღმოაჩინა. პორტუგალიის ქალთა ლიგის მზარდი ხარისხი უცხოეთშიც იციან. ამას „ამორას“ უახლესი კონტრაქტი ადასტურებს: მათ საქართველოში თავისი დაცვითი ღერძის საყრდენი ფიგურა თამარ ტატუაშვილი აღმოაჩინეს, რომელიც სპორტულ სამყაროში ცნობილია როგორც თაკო. ის პორტუგალიაში ამბიციებით მოდის, რაზეც მისი პირველი განცხადებები მეტყველებს. 30 წლის ცენტრალური მცველი 16-საათიანი ფრენის შემდგომ, ორი გადაჯდომით ჩამოფრინდა სეზონის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. თაკოს შვებულება არ ჰქონია და „ამორაში“ თავის დებიუტზე ფიქრობს, რათა გაიზარდოს როგორც მოთამაშე და ეროვნულ ნაკრებში უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა უნდა დაიკავოს გამორჩეული ადგილი „ამორას“ დაცვაში და გამოჩნდეს როგორც ჩემპიონატის ერთ-ერთი სასიამოვნო სიურპრიზი“, – წერს „ა ბოლა“.

გამოცემა ქართველი მოთამაშის კომენტარსაც აქვეყნებს:

„ვიცი, რომ პორტუგალიაში დიდი კლუბებია, როგორიცაა „სპორტინგი“ და „ბენფიკა“, ორივე ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდა. არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ უბრალოდ პროგრესი განვაგრძო. არავინ იცის, საქართველო სად არის. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე გაიგებენ. საქართველოში კი ყველამ იცის, სადაა პორტუგალია – რა თქმა უნდა მათი ფეხბურთისა და კრიშტიანუ რონალდუს გამო“.