პოპულარული ჩინელი მსახიობი ფან ბინბინი სამი თვეა, გაუჩინარდა
პოპულარული ჩინელი მსახიობი ფან ბინბინი სამი თვეა, გაუჩინარდა

ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობს, ფან ბინბინს ეძებენ, ის უკვე სამი თვეა, არავის უნახავს.

CNN-ის ინფორმაციით, ფან ბინბინმა ბოლოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტიბეტში ბავშვთა კლინიკას სტუმრობდა, თუმცა ივნისის დასაწყისიდან არ გამოჩენილა.

მსახიობს ჟურნალისტები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ, ასევე მის შესახებ პოლიციისგან ინფორმაციას ითხოვენ, თუმცა ამ ეტაპზე, მსახიობის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს.

ჩინეთის მთავრობა ბინბინს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდა. აღნიშნულმა ბრალდებამ და მსახიობის გაუჩინარებამ წარმოშვა ეჭვები, რომ შესაძლოა, ჩინელი ვარსკვლავი დაკავებულიც იყოს. ხელისუფლებასთან ერთად, მსახიობს ჩინური მედიის ნაწილიც აკრიტიკებდა.