პოლონური მედია - პოლონელების უმეტესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მმართველობით უკმაყოფილოა
პოლონური მედია - პოლონელების უმეტესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მმართველობით უკმაყოფილოა

პოლონური მედია კვლევით სააგენტო IBRiS-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მმართველობით უკმაყოფილოა.

გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური არაეფექტურ პოლიტიკას ატარებს.

გამოკითხულთა 60.3% უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრის ქმედებებით. 31.1% მას ძალიან ცუდად აფასებს, ხოლო 29.2% – გარკვეულწილად ცუდად.

ტუსკის მხარდამჭერთა რაოდენობამ 38.2% შეადგინა. მის პოლიტიკას ნამდვილად კარგად აფასებს 12.6%, ხოლო გამოკითხულთა 25.6% – გარკვეულწილად კარგად.

პოლონური მედიის მიერ დაკვეთილი IBRiS-ის კვლევა ჩატარდა 2026 წლის 9 მარტს. გამოკითხვის ფარგლებში სატელეფონო საუბარი 1000-მდე ადამიანთან ჩატარდა.