პოლონური კომპანია ქუთაისში ქარხნის აშენებას გეგმავს 
პოლონური კომპანია ქუთაისში ქარხნის აშენებას გეგმავს 

პოლონური კომპანია „გემბიაკ მიქსტაცკი“ (Gembiak-Mikstacki) საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კომპანია იმერეთის რეგიონში, ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტურქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პოლონეთში გამართული ბიზნესიფორუმის მსვლელობისას გახდა ცნობილი.

ბიზნესფორუმი „აწარმოე ბიზნესი საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით, ქალაქ პოზნანში გაიმართა.

ბიზნესფორუმის მუშაობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდა, რომელმაც პოლონურ კომპანიებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორში კონკრეტული პროექტები გააცნო, ასევე, ფორუმის ფარგლებში პოლონურ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.