პოლონური გამოცემა - გვილია ჩვენი ლიგის მეორე საუკეთესო შენაძენია
პოლონური გამოცემა - გვილია ჩვენი ლიგის მეორე საუკეთესო შენაძენია

„პულს ბიზნესმა“ პოლონეთის საფეხბურთო ლიგაში 2019 წელს განხორციელებული ტრანსფერები შეაჯამა და ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენად ვაკო გვილია დაასახელა.

პოლონურმა ბიზნეს-გამოცემამ დასკვნა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „გრანტ ტორნტონის“ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გააკეთა.

„ტრანსფერების სარგებლიანობით პოლონეთის ლიგაში ვარშავის „ლეგიას“ ბადალი არ ჰყავს – ამაზე კომპანია „გრანტ ტორნტონის“ სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს. მის გულშემატკივრებს უნდა უხაროდეთ, რადგან კლუბს უამრავი „ტუზი“ ჰყავს. საუკეთესო ფეხბურთელი ვარშავულ კლუბში „ბორდოდან“ მიწვეული მცველი იგორ ლევჩუკია. მას შემდეგ მოდის „ლეგიას“ კიდევ ერთი შენაძენი, ქართველი ვალერიან გვილია“, – წერს პოლონური ბიზნესგამოცემა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია „ლეგიაში“ 2019 წელს შვეიცარიული „ლუცერნიდან“ გადავიდა. თუმცა, შემოდგომაზე, ტრავმის გამო, გარკვეული დრო კლუბშიც გაუცდა და საქართველოს ნაკრებშიც.