პოლონეთში უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს
პოლონეთში უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

პოლონეთში უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სერგეი ანდრეევი, ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის გვირგვინით შემკობას აპირებდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ასობით უკრაინელმა გზა გადაუღობა რუსეთის საელჩოს დელაგაციას, რომლებიც მემორიალთან მისვლას ცდილობდნენ და ისინი „ფაშისტებად“ მოიხსენიეს.

თავდაპირველად, აქტივისტებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა აქტივისტმა რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხა.

ინციდენტის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და აქტივისტებს და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.