პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჩეჩნური წარმომავლობის პირია, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში დააკავეს, ინფორმაცია კი, მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევდა. ის ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა და რამდენჯერმე აქვს მონაწილეობა მიღებული ახლო აღმოსავლეთში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო მოქმედებებში.