პოლონეთში ნახევარი მილიონი მოქალაქე, რომელთაც იპოთეკური სესხი შვეიცარულ ფრანკში ჰქონდათ აღებული, სესხს ეროვნული ვალუტით გადაიხდის
პოლონეთში ნახევარი მილიონი მოქალაქე, რომელთაც იპოთეკური სესხი შვეიცარულ ფრანკში ჰქონდათ აღებული, სესხს ეროვნული ვალუტით გადაიხდის

პოლონეთში ნახევარი მილიონი მოქალაქე, რომელთაც იპოთეკური სესხი შვეიცარულ ფრანკში ჰქონდა აღებული, სესხს ეროვნული ვალუტა ზლოტით გადაიხდის.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ მიიღო. საქმე ეხება 2004 წელს დაწყებულ პროცესს, როდესაც ათასობით პოლონელმა სახლების შესაძენად სესხი უცხოურ ვალუტაში, კერძოდ შვეიცარულ ფრანკში აიღო, რადგან საპროცენტო განაკვეთი დაბალი იყო.

2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს პოლონეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და შესაბამისად იპოთეკური სესხის მფლობელებს ვალი თითქმის გაუორმაგდათ. 3 ოქტომბერს ევროკავშირის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის მიხედვით, პოლონელებს ექნებათ უფლება მიმართონ სასამართლოს და სესხის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია მოითხოვონ.

როგორც „ბიბისი“ წერს, თუ ბანკებს შვეიცარულ ფრანკში გაცემული ყველა სესხის კონვერტაცია მოუწევს, ეს ფინანსურ სექტორს 20-და 60 მილიარდ ზლოტად დაუჯდება. ეს კი პოლონეთის საბანკო სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს.