პოლონეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ქალაქის მერებს და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ. აღნიშნული არჩევნები პოლონეთის მმართველი პარტიისთვის ერთგვარი ტესტია.
კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება, რამდენად ენდობა მოსახლეობა „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიას და შეძლებენ თუ არა იაროსლავ კაჩინსკის თანამებრძოლები 2019 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მიუხედავად პოლონეთის მთავრობის მიერ გატარებული სადავო სასამართლო რეფორმისა, წინასწარი ცნობებით, მმართველ პარტიას ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მაღალი რეიტინგი აქვს. საარჩევნო უბნებზე არჩევნის დაფიქსირების საშუალება 30 მილიონ პოლონელს აქვს.
პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.